ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, დენ ჰუკერი
Aa
Aa

„თოფურია ყველაფერში მაკგრეგორს ბაძავს“ - დენ ჰუკერი „მატადორზე“

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, დენ ჰუკერმა ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და მისი წონის შეცვლის შანსები შეაფასა. ახალ ზელანდიელმა მებრძოლმა განაცხადა, რომ თოფურია კონორ მაკგრეგორს ბაძავს.

რას ამბობს დენ ჰუკერი:

„აშკარაა, რომ თოფურია ყველაფერში მაკგრეგორს ბაძავს. კონორის სათამაშო წიგნის პირველი წესი მუდმივად ყურადღების ცენტრში და მთავარ სათაურებად ყოფნაა. მგონია, რომ ილია 2025 წლის შუა პერიოდში ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან იბრძოლებს. სხვა შემთხვევაში, რატომ დათანხმდა რვაკუთხედში მასთან შეხვედრას? ის ვოლკს მატჩრევანშს თავად დაჰპირდა, ახლა კი ამას თავს ვერ აარიდებს“.

„გადავა თუ არა მსუბუქ წონაში? ეს სისულელეა, რეალური გეგმა არ არის, ეს უბრალო სიტყვებია. ის ვოლკანოვსკიმ პირადად გამოიწვია და თანხმობა მანაც თქვა, ვოლკი ამ ბრძოლამდე უკვე დროს ითვლის. თოფურიამ პირობა პირადად მისცა, ახლა კი უკან იხევს...“

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ჩემპიონის ქამარი ოქტომბერში, მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა, რამდენიმე კვირის წინ კი განაცხადა, რომ წონის შეცვლას განიხილავს და მის გეგმაში მსუბუქ წონაში გადასვლაა, სადაც ჩემპიონი ისლამ მახაჩევია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეორედ - უსიკმა ტაისონ ფიური დაამარცხა
ზედიზედ მეორედ - უსიკმა ტაისონ ფიური დაამარცხა