„ლივერპული შეცდომას უშვებს, კელეჰერი მამარდაშვილზე უკეთესია“ - ლივერპულის ყოფილი შემტევი
„ლივერპულის“ ყოფილმა შემტევმა, ჯონ ოლდრიჯმა ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუს დროს გიორგი მამარდაშვილისა და კაოიმჰინ კელეჰერის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მერსისაიდული კლუბი ირლანდიელი მეკარის გაშვებით შეცდომას უშვებს.
 
რას ამბობს ოლდრიჯი:
 
 
„კაოიმჰინ კელეჰერს ლივერპული იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე არ გაუშვებს, რადგან კლუბს ახლა ირლანდიელი მეკარე სჭირდება. ის ზაფხულამდე არ წავა, მაგრამ მგონია, რომ ლივერპული მასთან შეცდომას უშვებს, რადგან ის ამჟამად მამარდაშვილზე უკეთესია. თუმცა, მამარდაშვილი ენფილდზე მომავალ ზაფხულს ჩამოვა, კელეჰერის წასვლა კი გადაწყვეტილია. ამიტომ ირლანდიელს შესაბამისი ვარიანტის პოვნა მოუწევს. შეთავაზებები შესაძლოა, იანვარშიც იყოს, მაგრამ ლივერპული მის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს. ვფიქრობ, ეს უსამართლოა, რადგან მან დაამტკიცა, რომ ამ ბირთვისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია“.
 
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში „ლივერულმა“ გიორგი მამარდაშვილი 35 მილიონად შეიძინა და ერთწლიანი იჯარით „ვალენსიაში“ დატოვა. მამარდა მერსისაიდულ კლუბს მომავალი წლის ზაფხულში შეუერთდება.
ცნობისთვის, ჯონ ოლდრიჟი „ლივერპულში“ 1987–1989 წლებში თამაშობდა და მერსისაიდული გუნდის მაისურით ჩატარებულ 83 მატჩში 50 გოლი გაიტანა.