„დაბნეული ჩანდა, მაგრამ მოვალეობას თავი გაართვა“ - იტალიური მედია გოგლიჩიძეზე
იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში, „ემპოლი“ სტუმრად „ატალანტას“ დაუპირისპირდა და 3:2 დამარცხდა.
საბა გოგლიჩიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 80 წუთი გაატარა, მაგრამ თამაშის ჩამთავრება ტრავმის გამო ვერ შეძლო. 79-ე წუთზე გოგლიჩიძე თანაგუნდელს შეეჯახა, რის გამოც მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ იტალიურმა მედიამ ქართველი ფეხბურთელის თამაში შეაფასა:
Eurosport – 5.5 ქულა: შეხვედრა კარგად დაიწყო, თუმცა, შემდეგ „ატალანტას“ სწრაფ კომბინაციებზე დაბნეული ჩანდა.
Tuttomercatoweb – 6 ქულა: რთული საქმე ჰქონდა და მცირე შეცდომების მიუხედავად თავის მოვალეობას თავი მაინც გაართვა. მოედანი ისმაილისთან შეჯახების შემდეგ დატოვა.
Reppubblica – 5.5 ქულა: როგორც წესი, მეტოქესთან პირისპირ თამაშის დროს საიმედოა, მაგრამ დღეს ფიზიკურ ორთაბრძოლებში მოიკოჭლებდა.
ქართველმა მცველმა მოედანზე 79 წუთი გაატარა და ცნობილი სტატისტიკური პორტალისგან, Sofascore-სგან 6.7-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. საბა ბურთს 37-ჯერ შეეხო, 25 პასიდან 22 ზუსტი ჰქონდა, სახიფათო მომენტი 5-ჯერ გაანეიტრალა, 1 დარტყმა დაბლოკა, 1 ზუსტი ვარდნა შეასრულა და მეტოქეს ბურთი სამჯერ აართვა. 5 პოზიციური დუელიდან 3 მოიგო, 3 საჰაეროდან კი 1.
11 ტურის შემდეგ „ემპოლი“ სატურნირო ცხრილში 19 ქულით მე-11 ადგილს იკავებს, „ატალანტა“ კი 40 ქულით კვლავ პირველ ადგილზე იმყოფება. საბა გოგლიჩიძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „ჯენოას“ წინააღმდეგ გამართავს.