ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, ვიქტორ ოსიმენი, რუდი გარსია
Aa
Aa

„ყველა ხელფასზე წუწუნებდა და წასვლა უნდოდათ“ - რუდი გარსია ნაპოლიში გატარებულ პერიოდს იხსენებს

„ნაპოლის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ სააგენტო Carre-სთან ინტერვიუს დროს მისი ნეაპოულ გუნდში დანიშვნის პერიოდი გაიხსენა და გუნდში არსებულ გარემოებებზე უკმაყოფილება დააფიქსირა.

რა თქვა რუდი გარსიამ:

„როდესაც გუნდში დავინიშნე, ყველას წასვლა უნდოდა და დაბალ ანაზღაურებაზე წუწუნებდნენ. სამუშაოდ დიდი ნაწილის განმავლობაში გარემოს მოტივირებაზე ვფიქრობდი. როდესაც ჯუნტოლი წავიდა, არავინ დარჩა ისეთი, ვინც დამეხმარებოდა მაშინაც კი, როდესაც კვარაცხელია და ოსიმენი შეცვლისგან უკმაყოფილებას გამოხატავდნენ“.

„რას აკეთებდა დე ლაურენტისი? მას ფეხბურთის არაფერი ესმის. ერთხელ მითხრა, რომ ერთ ფეხბურთელს 45 წუთი უნდა ეთამაშა და შემდეგ, მეორე ტაიმში შანსი სხვებისთვის მიმეცა. ვუთხარი - 60 წლის ვარ და შენ ვერ მეტყვი, ვინ უნდა ვათამაშო და ვინ არა. ის არის ადამიანი, რომელსაც კინოში ბევრი რამ გაეგება, მაგრამ ფეხბურთის არაფერი ესმის“.

შეგახსენებთ, რომ რუდი გარსია „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი 2023 წლის ზაფხულში გახდა და არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო აურელიო დე ლაურენტისმა თანამდებობიდან ამავე წლის ნოემბერში გაათავისუფლა.

მსგავსი სიახლეები