ბუდუ ზივზივაძე, კრისტიან აიხნერი
Aa
Aa

„თუ შესაბამისი შეთავაზება იქნება, შევაფასებთ“ - კარლსრუეს მწვრთნელი ბუდუს მომავალზე

„კარლსრუეს“ მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან აიხნერმა „პადერბონთან“ გამარჯვების შემდეგ ბუდუ ზივზივაძის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შესაბამისი შეთავაზების შემთხვევაში, კლუბი ქართველი ფეხბურთელის მომავალზე დაფიქრდება.

რას ამბობს აიხნერი:

„ზივზივაძე „კარლსრუეში“ თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. ხალხს ის ძალიან უყვარს და მანაც კარგად იცის, როგორ დააფასოს ეს სიყვარული. მაგრამ ჩვენ არ უნდა წავიდეთ ფეხბურთის კანონების წინააღმდეგ. თუ ზივზივაძისთვის მოსალოდნელი შეთავაზება მოვა, მაშინ უნდა შევაფასოთ, თუ რა უნდა გაკეთდეს. მე შემიძლია მხოლოდ მისი სპორტული მხარე შევაფასო. ბუდუ ერთ-ერთი სახეა, ვისი წყალობითაც ამ კალენდარულ წელს გუნდმა ბევრს მიაღწია“.

შეგახსენებთ, რომ მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტურში, ბუდუ ზივზივაძემ „პადერბორნის“ წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა, მისმა გუნდმა კი 2:1 გაიმარჯვა.

ქართველმა შემტევმა მეორე ბუნდესლიგის 17 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, ამასთან, ბუდუ გათამაშების ბომბარდირიცაა. ასევე, ზივზივაძემ თავი გერმანიის თასზეც გამოიჩინა, სადაც 3 ჩატარებულ მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუესთან“ მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და ამ მოცემულობით თავისუფალი აგენტი ხდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გოლს პლუს საგოლე გადაცემა! ბუდუს მაგარი მატჩი - კარლსრუე გალიდერდა
გოლს პლუს საგოლე გადაცემა! ბუდუს მაგარი მატჩი - კარლსრუე გალიდერდა