დანილო ნაპოლიში ტრანსფერს დათანხმდა - პრობლემას ორი გარემოება ქმნის
ანტონიო კონტეს დაცვის ხაზის გაძლიერება სურს და ამისთვის დანილოს მოიაზრებს. იტალიური მედიის ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი პარტენოპეის შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა ტრანსფერის განხორციელება საკმაოდ რთული იქნება.
პრობლემას ჯაკომო რასპადორის საკითხი ქმნის. ტურინის იუვენტუსს მისი ტრანსფერში ჩართვა სურს, თუმცა ნაპოლი ამის წინააღმდეგია.
მეორე პრობლემა კი ის არის, რომ დანილოს ტურინულ კლუბთან კონტრაქტი კიდევ წელიწადნახევარი აკავშირებს და მისი დარღვევა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ნაპოლის მესვეურები ბრაზილიელის გადასაბირებლად ყველაფერს გააკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ დანილო უნივერსალური ფეხბურთელია და ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში. მისი გამოყენება დაცვის ხაზის ნებისმიერ პოზიციაზეა შესაძლებელი. ასევე, 33 წლის ფეხბურთელს შეტევაშიც ნაყოფიერად შეუძლია თამაში.
ასევე შეგახსენებთ, სხვადასხვა დროს დანილო რეალში, მანჩესტერ სიტიში, სანტოსში და პორტუში თამაშობდა.