ტრავმა სერიოზულია? - საკას მდგომარეობით არტეტა შეშფოთებულია
პრემიერ ლიგის მორიგ ტურში არსენალმა სტუმრად კრისტალ პალასი გაანადგურა. მიუხედავად ამისა, ერთი არასასიამოვნო ფაქტი მაინც დაფიქსირდა.
შეხვედრის 25-ე წუთზე მეთოფეების ერთ-ერთმა ლიდერმა ბუკაიო საკამ ტრავმა მიიღო. ინგლისელ ფეხბურთელს ბარძაყის პრობლემა აღენიშნება.
მატჩის დასრულების შემდეგ, ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი საკას მდგომარეობით შეშფოთებული იყო და ეს ყველაფერი ღიად განაცხადა.
არტეტა:
„საკამ ბარძაყში ტკივილი იგრძნო და მატჩის გაგრძელება ვერ მოახერხა. ამ საკითხზე ძალიან ვღელავ. არ ვიცი რამდენ ხანს გამოტოვებს. ეს ისევ ის ფეხია, რომელიც ბოლოს აწუხებდა. მისი დონის ფეხბურთელის დაკარგვა ძალიან ცუდია.“
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ოპერაციის საშიშროებაც არსებობს. ყველაზე მარტივ შემთხვევაში, ბუკაიო 2-დან 4 კვირამდე გამოტოვებს. ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი 3 თვეს.
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის არსენალის ლაზარეთში ტომიასუი, ბენ უაითი და ოლექსანდრ ზინჩენკო იმყოფებიან.
ასევე გეტყვით, მეთოფეები პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 33 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ ლივერპულს 3 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა არნე სლოტის გუნდს 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.