ფეხბურთელები გალანძღა - კონტე ნაპოლის თამაშით უკმაყოფილო იყო
სერია ა-ს მორიგ ტურში ნაპოლი ჯენოას ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პარტენოპეის ჯენოას დამარცხება საკმაოდ გაუჭირდა და ანტონიო კონტე თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, La Repubblica წერს და აღნიშნავს, რომ თამაშის შემდეგ, იტალიელი სპეციალისტი შოკირებული იყო და ფეხბურთელებს ეჩხუბა.
წყაროს ცნობით, კონტე გასახდელში შევიდა და დი ლორენცოს და რამდენიმე ფეხბურთელს საშინელი სიტყვებით მიმართა. ანტონიომ მათ ინტენსივობა დაუწუნა და არასაკმარის მონდომებაში დაადანაშაულა.
დამშვიდების შემდეგ, კონტემ საკუთარ ფეხბურთელებს უკვე ცივი გონებით აუხსნა რას ითხოვდა მათგან. მოთამაშეებს წინააღმდეგობა არ გაუწევია და მწვრთნელის მითითებებს დაეთანხმნენ.
იტალიელის განწყობა მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზეც გამოვლინდა, სადაც მან განაცხადა: "არ ვიცი, მეორე ტაიმში ჯენოა შეიცვალა, თუ ჩვენ, მაგრამ რაღაც ისე აღარ კეთდებოდა. ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ თუ სულ ცოტა ამბიცია მაინც აქთ, უნდა შეიცვაოლნ და კონცენტრაცია მთელი მატჩის განმავლობაში ჰქონდეთ."
შეგახსენებთ, რომ 12-დღიანი პაუზის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია მოედანს დაუბრუნდა. ქართველი ფეხბურთელი მინდორზე 73-ე წუთზე გამოჩნდა და საკმაოდ აქტიურიც იყო, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.
ხვიჩას მომენტები VS ჯენოა