სიმეონე: “ეს გამარჯვება გარდაცვლილ მამაჩემს ეძღვნება“
ლა ლიგის მორიგ ტურში ბარსელონამ მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლა და დიდი უპირატესობის ფონზე 1:2 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კომენტარი გააკეთა.
სიმეონე:
„ვერ მოგატყუებთ, ძალიან ბედნიერი ვარ. გუნდი დაიტანჯა, ბარსელონა საოცრად უტევდა და ჩემმა დაცვამ ობლაკის თამადობით საოცრად ითამაშა. იანმა არაერთხელ გადაგვარჩინა. შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ ლა ლიგის ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 4 წააგო. მეორე ტაიმი უფრო კარგი გამოვიდა. თავი იდეალურად დავიცავით და კონტრ-შეტევები გამოვიყენეთ. ყველაფერი სორლოტის გოლით დასრულდა.
სწორ გზაზე ვდგავართ და მხარი უნდა დავუჭიროთ იმას, რასაც ფეხბურთელები აკეთებენ. გაუმჯობესება ყოველთვის საჭიროა. ჩვენ მოგებას პარიზში არავინ ელოდა და იგივე მოხდა, რაც დღეს. ვფიქრობ, ბარსელონამ ის თამაშები, რომლებიც წააგო, არ დაუმსახურებია. ლეგანესთან და ლას პალმასთან გოლის გატანის უამრავი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ფეხბურთს აქვს ასეთი სიტუაციები, როდესაც მიზანი არ სრულდება და პირიქით, ის პრობლემად იქცევა.
ძალიან ბედნიერი ვარ. მამაჩემის დაბადების დღე იყო. ის 2 წლის წინ გარდაიცვალა და ვფიქრობ ეს გამარჯვება მისი საჩუქარია. ლა ლიგის მოგება? ჯერ ამაზე საუბარი ძალიან ადრეა. წინ უამრავი თამაშია დარჩენილი.“
შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ ლა ლიგის ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 4 წააგო.
დიეგო სიმეონემ კი მის სამწვრთნელო კარიერაში პირველად მოახერხა კატალონიური გრანდის სტუმრად დამარცხება. ზოგადად, უკანასკნელად ატლეტიკომ ბლაუგრანას გასვლითი მატჩი 2006 წელს მოუგო.