ბარსელონა, ატლეტიკო, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

“ჩვენი ხარისხი ყველამ უნდა დაინახოს“ - ფლიკი ატლეტიკოსთან წაგების შემდეგ

ლა ლიგის მორიგ ტურში ბარსელონამ მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლა და დიდი უპირატესობის ფონზე 1:2 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა კომენტარი გააკეთა.

ფლიკი:

„ვფიქრობ, დიდებულად ვითამაშეთ. პირველ ტაიმში უამრავი შანსი გვქონდა. ახლა ძალიან ამაყი ვარ, მაგრამ ამავდროულად მოწყენილი დაფიქსირებული შედეგის გამო. ჩვენი სათამაშო სტილი ფანტასტიკური იყო. არ ვნებდებით. შესვენების შემდეგ, უფრო ძლიერები დავბრუნდებით. გაცილებით მეტი გოლების გატანა შეგვიძლია.

ჩვენ ლას პალმასთან და ლეგანესთან წავაგეთ, მაგრამ დღეს ატლეტიკოსთან საოცარი ფეხბურთი ვითამაშეთ. ვფიქრობ, შესვენება კარგ დროს დაემთხვა. ჩვენი ხარისხი ყველამ უნდა დაინახოს. სამწუხაროდ, გარკვეული შეცდომები დავუშვით.

წაგებული მატჩები უკვე წარსულია. შემდეგ თამაშებზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია. ყველა თამაში უნდა მოვიგოთ. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ შესვენების შემდეგ ყველას დავანახებთ ჩვენს რეალურ ძალას.“

შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ ლა ლიგის ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 4 წააგო.

დიეგო სიმეონემ კი მის სამწვრთნელო კარიერაში პირველად მოახერხა კატალონიური გრანდის სტუმრად დამარცხება. ზოგადად, უკანასკნელად ატლეტიკომ ბლაუგრანას გასვლითი მატჩი 2006 წელს მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ალაბა 15 იანვარს დაბრუნდება“ - ანჩელოტი სევილიასთან მატჩის წინ
“ალაბა 15 იანვარს დაბრუნდება“ - ანჩელოტი სევილიასთან მატჩის წინ