მაიამი ჰიტი, გოგა ბითაძე, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

ორმაგი დუბლი და სუპერმატჩი - ბითაძემ მაიამისთან გაიბრწყინა

NBA-ს მორიგ ტურში ორლანდომ მაიამის უმასპინძლა და ბრწყინვალე ქამბექით დაამარცხა. სტუმრები მეოთხე მეოთხედის წინ 106:84-ს იგებდნენ და მეჯიქმა დიდებული ბოლო მეოთხედი შემოგვთავაზა.

ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი გოგა ბითაძემ შეიტანა, რომელიც ნელ-ნელა ორლანდოს ლიდერად ყალიბდება.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 31 წუთი და 18 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში გოგამ 18 ქულას, 13 მოხსნას(ორმაგი დუბლი) და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

ბითაძემ 8-ჯერ ისროლა 2-ქულიანი და უკლებლივ ყველა ზუსტი აღმოჩნდა. 3 საჯარიმო ტყორცნიდან 2 ჩააგდო.

ასევე, 13 მოხსნიდან 9 საკუთარ ფარზე შეასრულა, ხოლო 4 მეტოქის. სამი პერსონალური ფოლი მიიღო. ცნობისთვის, გოგამ მიმდინარე სეზონში მე-10 ორმაგი დუბლი მიითვალა.

ამ მატჩის შემდეგ, ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში მეჯიქი ბოსტონს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მუხლში წყლული აქვს“ - რა პერიოდი გაუცდება შენგელიას
„მუხლში წყლული აქვს“ - რა პერიოდი გაუცდება შენგელიას