გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 14 ქულა და მატჩის MVP - ტენერიფემ მურსიას მოუგო

ესპანეთის ლიგა ენდესას მორიგ ტურში ტენერიფემ მურსიას უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 82:74 დაამარცხა.

მატჩის საწყის წუთებზე, გიორგი შერმადინი სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა. ქართველმა კალათბურთელმა ჯამში პარკეტზე 22 წუთი და 55 წამი დაყო.

ამ პერიოდის განმავლობაში, შერმადინმა 14 ქულას, 5 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

გიორგიმ მატჩის მიმდინარეობისას 5-ჯერ სცადა 2-ქულიანის სროლა და ზუსტი 4 აღმოჩნდა. ქართველმა ცენტრმა 8 საჯარიმო ტყორცნა შეასრულა და 6 ჩააგდო. 3-ქულიანი კი არ უსვრია. 

შერმადინმა 5 მოხსნიდან 2 საკუთარ ფარზე შეასრულა, ხოლო 2 მეტოქის. ასევე, მან ორი პერსონალური ფოლი მიიღო. ცნობისთვის, ქართველი კალათბურთელი მატჩის MVP გახდა.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, ტენერიფე 16 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ვიდორეტას შეგირდები მორაბანკ ანდორას დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძის მე-18 ორმაგი დუბლი! ორლანდო ოკლაჰომასთან დამარცხდა
ბითაძის მე-18 ორმაგი დუბლი! ორლანდო ოკლაჰომასთან დამარცხდა