ლიონი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

“გოლების გატანა ყოველთვის კარგია“ - მიქაუტაძე ფინის-ოლნოუს დამარცხების შემდეგ

საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში ლიონი სტუმრად ფინის-ოლნოუს დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. ლიონის მხრიდან მეორე გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველი თავდამსხმელი ადგილობრივ მედიას ესაუბრა.

მიქაუტაძე:

„მე და ბენრამა ერთმანეთს კარგად ვუგებთ. შესანიშნავი გამჭოლი პასი გამიკეთა და მეკარეს შანსი არ დავუტოვე. გოლების გატანა ყოველთვის კარგია. ახლა მრჩება იმედი, რომ ზამთრის ხანმოკლე შესვენება ამ კარგ იმპულსს არ შეაჩერებს.“

შეგახსენებთ, რომ ქართველი თავდამსხმელი ბოლო პერიოდში დიდებულ ფორმაში შევიდა. გიორგიმ ყველა ტურნირზე ერთად, ბოლო 6 მატჩში მეხუთე გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში კი მიქაუტაძეს 7 გოლი და 1 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ჟორჟმა 7 გოლიდან 4 საფრანგეთის ლიგა 1-ში გაიტანა, 2 ევროპის ლიგაზე, ხოლო ერთი საფრანგეთის თასზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეს აქტიურობას გოლი მოყვა - უოტფორდი ბარნლისთან დამარცხდა
ჩაკვეს აქტიურობას გოლი მოყვა - უოტფორდი ბარნლისთან დამარცხდა