ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარა დაბრუნდა და ბევრს აქტიურობდა - ნაპოლიმ ჯენოას მოუგო

სერია ა-ს მორიგ ტურში ნაპოლი ჯენოას ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია განაცხადს დაუბრუნდა და შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო.

მე-15 და 23-ე წუთებზე ანგისამ და რაჰმანიმ გაისროლეს, ნაპოლი 2-ბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. მეორე ტაიმის საწყის წუთებზე, პინამონტიმ ერთი ბურთი გაქვითა და სიტუაცია დაიძაბა.

მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა, მაგრამ კონტეს ბიჭები დაცვაში საიმედოდ თამაშობდნენ. მატჩის 73-ე წუთზე მინდორზე ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა, რომელმაც დავიდ ნერეში შეცვალა.

ჯვაროსნების ვარსკვლავი თამაშში აქტიურად ჩაერთო და რამდენიმე კარგი დრიბლინგის მცდელობაც ჰქონდა. მეტიც, ერთ-ერთ მომენტში მცველი მოატყუა და საჯარიმოში გამჭოლი პასი გააკეთა, თუმცა ბურთი ჯენოას მცველმა ჩაჭრა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიმდინარე წლის 9 დეკემბერს მიიღო, რის გამოც 12 დღე გაუცდა.

რაც შეეხება ნაპოლის, ამ გამარჯვების შემდეგ, 38 ქულა დაუგროვდა და ატალანტას 1 ქულით გაასწრო, თუმცა გასპერინის გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. პარტენოპეი შემდეგ ტურში ვენეციას უმასპინძლებს. მატჩი 29 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეს აქტიურობას გოლი მოყვა - უოტფორდი ბარნლისთან დამარცხდა
ჩაკვეს აქტიურობას გოლი მოყვა - უოტფორდი ბარნლისთან დამარცხდა