ასტონ ვილა, პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

“ადრე თუ გვიან, შედეგები გამოსწორდება“ - პეპი ასტონ ვილასთან მარცხის შემდეგ

ინგლისის პრემიერ ლიგის მორიგ ტურში მანჩესტერ სიტი ასტონ ვილას ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ქალაქელების მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ კომენტარი გააკეთა.

პეპი:

„ასტონ ვილა ცენტრალურ ხაზში ძალიან ძლიერია. გვქონდა კარგი შანსები, მაგრამ მეორე ტაიმში დავიკარგეთ. პრესინგი არ მუშაობდა. გოლის გასატანად ვიბრძვით, მაგრამ აქეთ ვუშვებთ. დღეს ძალიან გვიან გავიტანეთ.

ბოლო ორ თამაშში ფილ ფოდენმა მოუმატა და უკეთესი იყო. ფეხბურთელების უმეტესობას პრობლემები ჰქონდა. სამწუხაროდ, არის გარემოებები, რომლებიც ფეხბურთელებს ცვლიან და მუდმივად ერთ დონეზე არ იმყოფებიან.

მიუხედავად ასეთი რთული პერიოდისა, გუნდში კარგი სიტუაციაა და ადრე თუ გვიან, შედეგები გამოსწორდება. ჩემს ფეხბურთელებს მხარს ვუჭერ. აუცილებლად იხილავთ განსხვავებულ მანჩესტერ სიტის.“

შეგახსენებთ, რომ ქალაქელებმა ბოლო 12 მატჩიდან ყველა ტურნირზე ერთად მხოლოდ 1 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 9 წააგეს.

ამ მომენტისთვის, მანჩესტერ სიტი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-6 ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში, გუარდიოლას შეგირდები ევერტონს უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ალაბა 15 იანვარს დაბრუნდება“ - ანჩელოტი სევილიასთან მატჩის წინ
“ალაბა 15 იანვარს დაბრუნდება“ - ანჩელოტი სევილიასთან მატჩის წინ