ჩაკვეს აქტიურობას გოლი მოყვა - უოტფორდი ბარნლისთან დამარცხდა
ინგლისის ჩემპიონშიფის მორიგ ტურში უოტფორდი ბარნლის ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. კარგი მატჩი ჰქონდა გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელიც, როგორც ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა.
ქართველი ფეხბურთელი მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა სახიფათო მომენტებს ქმნიდა. ჩაკვემ არაერთი მწვავე პასი გააკეთა, მაგრამ თანაგუნდელებს გოლი ვერ გაჰქონდათ.
ბარნლიმ ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა, ხოლო მეორე გოლი 63-ე წუთზე გაიტანა. 65-ე წუთზე კი გიორგის ჩაწოდებულ ბურთს კინაღამ გოლი მოყვა. საგოლე პასამდე ძალიან ცოტა დააკლდა.
აღსანიშნავია, რომ უოტფორდის ერთადერთი გოლი სწორედ ქართველი შემტევის ჩაწოდებულ კუთხურს მოყვა.
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, უოტფორდს 34 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე დაქვეითდა. შემდეგ ტურში, ჩაკვეს გუნდი პორცმუტს უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 26 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.