გრანადა, გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

წიტაშვილის საგოლე პასი - გრანადამ ეიბართან ქულა გადაარჩინა

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მორიგ ტურში გრანადა ეიბარს ესტუმრა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

სამწუხაროდ, ძირითად შემადგენლობაში ვერ ვიხილეთ გიორგი წიტაიშვილი, რომელიც მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა.

ქართველი ფეხბურთელი მატჩში ნაყოფიერად ჩაერთო. 82-ე წუთზე გიორგიმ საგოლე პასი მიითვალა. მისი ჩაწოდებული კუთხური ინსუამ გამოიყენა და წონასწორობა აღადგინა.

აღსანიშნავია, რომ გრანადა მე-15 წუთიდან აგებდა და 65-ე წუთიდან 10 კაცით იყო დარჩენილი. სტუმრებს ჰონგლა გაუძევეს.

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, გრანადას 33 ქულა დაუგროვდა და მე-6 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება წიტაიშვილს, მან მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, მე-19 ჩატარებულ შეხვედრაში მე-2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
შემოდგომის სიმბოლური გუნდი - კიტეიშვილი ქომაგთა რჩეულ 11-ეულშია
შემოდგომის სიმბოლური გუნდი - კიტეიშვილი ქომაგთა რჩეულ 11-ეულშია