სევილია, კარლო ანჩელოტი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“ალაბა 15 იანვარს დაბრუნდება“ - ანჩელოტი სევილიასთან მატჩის წინ

ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალი სევილიას უმასპინძლებს. მატჩის წინ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ანჩელოტი:

„რას ვთხოვ სანტა კლაუსს 2025 წლისთვის? ნაკლებ კრიტიკას და ნორმალურად მუშაობის საშუალებას. წელს რეალს ბევრი ბედნიერი მომენტი ჰქონდა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის მოგება. ტრავმირებულები? მენდი დაბრუნდა და განაცხადში იქნება. ალაბა განცალკევებით ვარჯიშობს. 15 იანვარს მოედანზე დაბრუნების შესაძლებლობა ექნება.

ყველაზე დიდ სიამოვნებას ვინისიუსის, მბაპეს, ბელინგემის და როდრიგოს ერთად თამაში მანიჭებს, მაგრამ ტრავმების გამო ამის საშუალება ხშირად არ მეძლევა. მე მათ კონკრეტულ პოზიციებზე არ ვათამაშებ. გამუდმებით ვეუბნები, რომ პოზიციები ცვალონ.

ბელინგემს კროოსის შემცვლელად აღარ განვიხილავ, რადგან ის სხვა ტიპის ნახევარმცველია. სევილია? კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელსაც ბევრი ხიფათის შექმნა შეუძლია, თუმცა მათ კარგად ვიცნობთ. პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, 3 ქულაა.“

შეგახსენებთ, რომ რეალისა და სევილიას მომავალი დაპირისპირება 22 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:15-დან დაიწყება. ასევე შეგახსენებთ, დისკვალიფიკაციის გამო სევილიასთან ვინისიუს ჟუნიორი არ იქნება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფლიკი: ატლეტიკო ამჟამად საუკეთესო გუნდია და ეს უნდა ვაღიაროთ
ფლიკი: ატლეტიკო ამჟამად საუკეთესო გუნდია და ეს უნდა ვაღიაროთ