კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპე: ღმერთის მწამს, შემთხვვეით არაფერი ხდება

კილიან მბაპემ Canal+-თან ინტერვიუში თავის რელიგიურ მსოფლმხედველობაზე ისაუბრა.

„მე მწამს ღმერთის. ღმერთს აქვს გეგმა ყველასთვის. არა მგონია, ყველაფერი შემთხვევითი იყოს.

ყველაფერი, რაც დამემართა, ღვთის საჩუქარი იყო. როცა ძალიან პატარა ვიყავი, ნიჭიერი ვიყავი, მაგრამ საჭირო დროს სწორ ადამიანებს შევხვდი. საჭირო დროს დამეხმარნენ, საჭირო დროს მიბიძგეს, საჭირო დროს დამიცვეს. და ეს ყველაფერი კი სიკეთის სახით უნდა დაბრუნდეს.

მე ღობის ერთ მხარეს ვარ, მეორე მხარეს კი ბევრი ბავშვია, რომლებიც მზად არიან ამ ბარიერს გადაახტნენ. მე უნდა დავეხმარო მათ, რათა გააღონ ეს კარიბჭე. რატომ უნდა გადახტნენ? კარგი, მე მომიწია გადახტომა, მაგრამ ახლა შემიძლია მათთვის ჭიშკარი გავაღო. მე ამ ყველაფერს სხვებისთვის ვხსნი.

ამ რწმენისთვის, შემდეგ ცხოვრებაში დავჯილდოვდები“,

- განაცხადა მბაპემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როდის დაბრუნდება მოედანზე - რას ამბობს მამარდა
როდის დაბრუნდება მოედანზე - რას ამბობს მამარდა