ფლიკი: ატლეტიკო ამჟამად საუკეთესო გუნდია და ეს უნდა ვაღიაროთ
დღეს გვიან ღამით, ლა ლიგის მე-19 ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება, სადაც „ბარსელონა“ მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს.
შეხვედრის წინ, „ბარსას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა პრესასთან ისაუბრა და დიეგო სიმეონეს გუნდი ამჟამად ლა ლიგაში საუკეთესოდ დაასახელა.
„ამჟამად ატლეტიკო საუკეთესო გუნდია, ეს უნდა ვაღიაროთ. მათ ზედიზედ 11 მოგება აქვთ. მატჩი რთული იქნება, კარგი დაპირისპირება გველის და მას მოუთმენლად ველით. მაგრამ ეს არ არის ფინალი.
როდესაც ჩვენი პროექტი დაიწყო, ვინმეს რომ ეთქვა, რომ 20 დეკემბერს ლა ლიგაში პირველი ვიქნებოდით და ჩემპიონთა ლიგაზე მეორე, ჩვენ ვუპასუხებდით: „კარგი, თანახმა ვართ“.
დიახ, ქულები დავკარგეთ. ბოლო მატჩები რთული იყო - ლეგანესთან, ლას პალმასთან სახლში... უნდა მოგვეგო. მაგრამ ეს მათი დამსახურებაა, მათ დაიმსახურეს ის, რაც მიიღეს, რადგან უკეთ თამაშობდნენ.
ატლეტიკოს წინააღმდეგ თამაში სულ სხვა რამ არის. კარგი გუნდი გვყავს, ახალგაზრდა, მაგრამ ჩვენი თამაში უნდა გავაუმჯობესოთ. ჩვენ სეზონის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ამ სეზონში დიდი წარმატებების მიღწევა გვინდა, მაგრამ მე და ჩემმა გუნდმა ვიცით, რომ ეს ადვილი არ არის“,
- განაცხადა ფლიკმა.
„ბარსელონა“ „ატლეტიკოს“ მატჩი დღეს 23:55-ზე დაიწყება. გუნდები 38-38 ქულით ცხრილის სათავეში იმყოფებიან. დღევანდელი შეხვედრა გადაწყვეტს, თუ ვინ იქნება ზამთრის ჩემპიონი. აქვე გეტყვით, რომ დიეგო სიმეონეს გუნდს მეტოქეზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს გამართული, რომელსაც 2025 წელს ჩაატარებენ.