ტაისონ ფიური, ოლექსანდრ უსიკი
Aa
Aa

უსიკი VS ფიური | ბოშათა მეფე თეთრ კურდღელზე 25 კილოგრამით მძიმეა

21 დეკემბერს, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ტაისონ ფიურისა და ოლექსანდრ უსიკის ორთაბრძოლა გაიმართება. „თეთრი კურდღელი“, მძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრების დაცვას შეეცდება, „ბოშათა მეფის“ მიზანი კი რევანშის აღება იქნება.

ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე, მოკრივეებმა აწონვების ცერემონია გამართეს. უსიკმა სასწორზე 102.5 კილოგრამი დააფიქსირა, ფიურიმ - 127.4. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანელ მოკრივეს ტყავის ქურთუკი არ გაუხდია.

აწონვების ცერემონიის შემდეგ, მოკრივეები ერთმანეთის პირისპირ დადგნენ და ბოლო მზერათა დუელი გამართეს. საინტერესოა, რომ „ბოშათა მეფე“ დაახლოებით 9 კილოგრამით მეტს იწონის, ვიდრე უსიკთან გამართული პირველი ჩხუბისას იწონიდა.

შეგახსენებთ, რომ ფიურისა და უსიკის პირველ დაპირისპირებაში საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივიდა და უკრაინელმა მოკრივემ გაყოფილი გადაწყვეტილებით იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლივერპული კვარაცხელიას შეძენისთვის იბრძოლებს
ლივერპული კვარაცხელიას შეძენისთვის იბრძოლებს