„კნუტის კვერცხები აქვს“ | კონორ მაკგრეგორი ილია თოფურიაზე
UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, კონორ მაკგრეგორი ილია თოფურიას დაცინვას განაგრძობს. ირლანდიელმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ „ელ მატადორი“ ვერასდროს გაბედავს იმას, რაც მან გააკეთა.
კონორმა გაიხსენა, რომ 2016 წელს, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონიდან ნახევრად საშუალოში ავიდა და ნეით დიასთან იჩხუბა. ამის შემდეგ, X-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ირლანდიელს ჰკითხა, ილია ოდესმე მსგავს რამეს იზამს თუ არა.
And straight away the fight was made. 145lb World Champion up to 170lb.
— Conor McGregor (@TheNotoriousMMA) December 19, 2024
Let’s go! #RealFightersOnly https://t.co/RFIyw0ldVh
„არასდროს. მას კნუტის კვერცხები აქვს“, - განაცხადა მაკგრეგორმა თოფურიაზე.
შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორმა ბოლოს ან UFC-ში ბოლოს 2021 წელს იასპარეზა და დასტინ პორიესთან წააგო. კონორი მაიკლ ჩენდლერს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ეს ორთაბრძოლა არ გაიმართა.