როდის შედგება ალექსანდრეს დებიუტი UFC-ში | Marca სავარაუდო თარიღს ასახელებს
ალექსანდრე თოფურია UFC-ში სადებიუტო ორთაბრძოლის გამართვასთან ახლოსაა. ავტორიტეტული ესპანური გამოცემის, Marca-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ალექსანდრემ ავსტრალიაში, UFC 312-ზე იჩხუბოს.
თოფურიას გუნდს სურს, სადებიუტო ორთაბრძოლა მარტში, ლას-ვეგასში გამართონ, მაგრამ UFC-ს სხვა გეგმები აქვს. ამ მომენტისთვის, კონტრაქტზე ხელი არაა მოწერილი, მაგრამ ცნობილია სავარაუდო მეტოქე და Marca-ს მიხედვით, ალექსანდრე კოდი ჰადონს დაუპირისპირდება.
ალექსანდრე 28 წლისაა და ხუთიდან ხუთივე ბრძოლაში ფინიშით იმარჯვა, მისი ერთადერთი მარცხი კი 2015 წელს, ივო ივანოვთან იყო და ტექნიკური ნოკაუტით წააგო. ილიას მსგავსად, ალექსანდრეც მრავალმხრივი მებრძოლია და როგორც პარტერში, ისე დგომში გამოირჩევა.
ჰადონს რაც შეეხება, მას კარიერაში 9 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 8 გამარჯვებაა. ჰადონი UFC-ის ოქტაგონზე უკვე გასულა და ოქტომბერში დენ არგეტა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.