„ამ მომენტისთვის, UFC-ში საუკეთესო მებრძოლია“ | დილაშოუ თოფურიას აქებს
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, თი ჯეი დილაშოუმ ილია თოფურიაზე ისაუბრა. დილაშოუს აზრით, „ელ მატადორი“ UFC-ის საუკეთესო მებრძოლია და საბრძოლო უნარების მხრივ, ჯონ ჯონსზე მაღლაც დგას.
„ჩემი აზრით, ამ მომენტისთვის, ილია თოფურია UFC-ის საუკეთესო მებრძოლია. არის თუ არა ჯონ ჯონსზე მაღლა? რეზიუმეს მხრივ არა, მაგრამ საბრძოლო უნარების კუთხით, მასზე წინ იმყოფება.
როგორ ვეჩხუბებოდი თოფურიას? ძალიან რთული ორთაბრძოლა იქნებოდა. გამოვიყენებდი იმას, რასაც ვიმედოვნებდი, რომ ჰოლოუეი გამოიყენებდა და სხვადასხვა კუთხიდან შევუტევდი. მის წინ არასდროს გავჩერდებოდი. თოფურია ძალიან სწრაფია და მაგარი კრივი აქვს. სწორედ ამიტომ, ვეცდებოდი, მის გვერდით გავსულიყავი და დგომი შემეცვალა.
ფეხით დარტყმებს უფრო ხშირად გამოვიყენებდი და ჭიდაობაზეც გავაკეთებდი აქცენტს. ვფიქრობ, ილიას სტრაიკინგი მის გრეპლინგზე უკეთესია, მაგრამ მისი გრეპლინგიც ძალიან მაღალი დონისაა“.
ცნობისთვის, დილაშოუმ საჩემპიონო ქამარი რენან ბარაუს დამარცხებით მოიპოვა, რაც დიდ დიდი სენსაცია გახლდათ. თი ჯეის ტიტული დომინიკ კრუზმა წაართვა, რომელმაც მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.