ზურიკოს „სენტ-ეტიენს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურიკო დავითაშვილის კლუბის ახალი მწვრთნელი ეირიკ ჰორნელანდი გახდა. ინფორმაციას თავად „სენტ-ეტიენი“ ავრცელებს.
ნორვეგიელ სპეციალისტთან კონტრაქტია 2027 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.
ჰორნელანდმა ამ პოსტზე ოლივიე დალ’ოლიო შეცვალა, რომელიც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო. რამდენიმე დღის წინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში დავითაშვილს „სენტ-ეტიენის“ მაისურით 15 მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
15 მატჩის შემდეგ „სენტ-ეტიენს“ 13 ქულა აქვს და ამ დროისთვის ზურიკოს გუნდი ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილის მე-16 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ზურიკოს გუნდი 22 დეკემბერს საფრანგეთის თასზე, შინ, „მარსელის“ წინააღმდეგ გამართავს.