კონფერენს ლიგა: პლეი-ოფის წილისყრის შედეგები ცნობილია
შვეიცარიის ქალაქ ნიონში 2024/25 წლების სეზონის კონფერენს ლიგის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა.
მოწინავე რვა გუნდი პირდაპირ მერვედფინალში გავიდა. 9-24 ადგილებზე გასული გუნდები კი პლეი-ოფისთვის დაწყვილდნენ.
ლაშა დვალის „აპოელი" სლოვენიურ „ცელიეს" დაუპირისპირდება, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი" ბუნდესლიგის „ჰაიდენჰაიმს". პლეი-ოფის ყველა წყვილი ასე გამოიყურება:
გენტი (ბელგია) - ბეტისი (ესპანეთი)
კოპენჰაგენი (დანია) – ჰაიდენჰაიმი (გერმანია)
ვიკინგურ რეიკიავიკი (ისლანდია) – პანათინაიკოსი (საბერძნეთი)
ბორაცი (ბოსნია და ჰერცეგოვინა) – ოლიმპია (სლოვენია)
ცელიე (სლოვენია) – აპოელი (კვიპროსი)
ოლიმპია (სლოვენია) - პაფოსი (კვიპროსი)
ბაჩკა ტოპოლა (სერბეთი) – იაგელონია (პოლონეთი)
მიოლდე (ნორვეგია) – შემროკ როვერსი (ირლანდია)
თამაშები 2025 წლის 13 და 20 თებერვალს გაიმართება. პლეი-ოფის გამარჯვებულები 1/8 ფინალში (6 და 13 მარტი) ითამაშებენ.
უკვე ცნობილია, რომელი წყვილების გამარჯვებულებს შეუძლიათ უშუალოდ მერვედფინალში გასულ კლუბებთან შეხვედრა.
გენტი-ბეტისის გამარჯვებული VS ჩელსი ან გიმარაეში
ცელიე-აპოელ-ის გამარჯვებული VS დიურგარდენი ან ლუგანო
ბაჩკა ტოპოლა-იაგიელონიას გამარჯვებული VS ლეგია ან სერკლ ბრიუგე
ვიკინგური-პანათინაიკოსის გამარჯვებული VS ფიორენტინა ან რაპიდი
ომონია-პაფოსის გამარჯვებული VS ლუგანო ან დიურგარდენი
ბორაცი-ოლიმპიას გამარჯვებული VS რაპიდი ან ფიორენტინა
კოპენჰაგენი-ჰაიდენჰაიმის გამარჯვებული VS გიმარაეში ან ჩელსი
მიოლდე-შემროკის გამარჯვებული VS სერკლ ბრიუგე ან ლეგია