„მისი მოსვლის შემდეგ, ბარსელონას ფანებს დაუბრუნდათ იმედი, რომ...“ - ლაპორტამ ფლიკი შეაქო
ჟოან ლაპორტას განცხადებით, ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით, „ბარსელონა“ ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს.
გუშინ ბარსელონაში სადღესასწაულო ვახშამი გაიმართა, რომელსაც კლუბის 500-ზე მეტი თანამშრომელი დაესწრო.
სტუმრებს შორის იყვნენ კაცთა და ქალთა გუნდები. კლუბის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ სიტყვით გამოსვლისას, განსაკუთრებული ყურადღება ჰანსი ფლიკზე გაამახვილა.
„ფლიკის მოსვლის შემდეგ, ბარსელონისტებმა დაიბრუნეს იმედი, ჩვენ კვლავ ვგრძნობთ, რომ ყველა ტიტულისთვის ბრძოლა შეგვიძლია“ , - თქვა ლაპორტამ.
შეგახსენებთ, რომ გერმანელი სპეციალისტი „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი წელს გახდა, მანამდე კი ის გერმანიის ნაკრებს ავარჯიშებდა.