გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

გალათასარაი და სხვები | სატრანსფერო ექსპერტი მიქაუტაძის მსურველებს ასახელებს

ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, ეკრემ კონურმა გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. კონურის მიხედვით, „გალათასარაი“ ერთადერთი კლუბი არაა, რომელიც ქართველი თავდამსხმელით ინტერესდება და მიქაუტაძეს სხვა მსურველებიც ჰყავს.

„გალათასარაი, ვესტ ჰემი, ბოლონია, რომა და იუვენტუსი ლიონის 24 წლის ფეხბურთელით ინტერესდებიან. ფრანგული კლუბი მზადაა, 25/30 მილიონი ევროს ოდენობის შეთავაზებას დათანხმდეს“, - წერს კონური სოციალურ ქსელში.

თურქული პრესის ინფორმაციით, მიქაუტაძე „გალას“ სათადარიგო გეგმაა. თუ ზამთარში, ვიქტორ ოსიმენმა კლუბი დატოვა, ისინი მას ქართველი ფორვარდით შეცვლიან. „გალათასარაი“ მზადაა, გიორგის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადოს, რაც ამ მომენტისთვის, საკმარისი არაა.

სხვა კლუბებს რაც შეეხებათ, ბოლოდროინდელი ცნობებით, მათ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამთ. მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 18 მილიონი ევროა. გიორგის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 4 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა აქვს გაკეთებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საკი: კვარას გოლზე ისე ვიყვირე ჩემი ცოლი შეშინდა
საკი: კვარას გოლზე ისე ვიყვირე ჩემი ცოლი შეშინდა