გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

როდის დაბრუნდება მოედანზე - რას ამბობს მამარდა

10 დეკემბერს, გიორგია მამარდაშვილმა ლა ლიგის მე-16 ტურში, „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ მატჩის დროს ტრავმა მიიღო.

ქართველმა მეკარემ ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა, თუმცა, მატჩის დასრულების შემდეგ ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ მას მარჯვენა ბარძაყის სწორი კუნთის დაჭიმულობა ჰქონდა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის 2025 წლამდე ვერ ითამაშებდა.

თუმცა მამარდამ „ვალენსიას“ ფანებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თავს უკეთ გრძნობს.

„ახლა განცალკევებით ვვარჯიშობ, თუმცა შობის შემდეგ, ვაპირებ გუნდთან ერთად დავიწყო ვარჯიში“, - თქვა ქართველმა გოლიკიპერმა.

ამასთან მან გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

„ძალიან ვამაყობ, თუ განსაკუთრებული ვარ, მეოთხე წელია, რაც აქ ვარ და პირველივე დღიდან თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ძალიან მიხარია, რომ „ვალენსიას“ მოთამაშე ვარ“, - თქვა მამარდამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) საუკეთესო მეკარეები დაასახელდა და გიორგი მამარდაშვილი სამეულში მოხვდა. მან 55 ქულა მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლივერპული კვარაცხელიას შეძენისთვის იბრძოლებს
ლივერპული კვარაცხელიას შეძენისთვის იბრძოლებს