გუნდთან ერთად უპრობლემოდ ივარჯიშა - კვარას ჯენოასთან ელიან
ბოლო დღეებში ხვიჩა კვარაცხელიას აღდგენითი პროცესი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ამას ელოდნენ. საბოლოოდ კი ყველაფერი იმით სრულდება, რომ ქართველი შემტევი წლის ბოლო მატჩისთვის მზად იქნება.
Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ ხვიჩას „ჯენოასთან“ სამატჩო განაცხადში ელიან.
„კვარაცხელია საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდა და ის ბოლომდე ცდილობს, კონტესთვის ხელმისაწვდომი იყოს. დღევანდელი დილის ვარჯიში გადამწყვეტი გამოცდა გახლდათ.
კონტე სავარაუდოდ კვლავ ნერეშს დაეყრდნობა და ჯენოასთან სასტარტოდან ის დაიწყებს. წინა ტურში უდინეზესთან ბრაზილიელის თამაში შესანიშნავი იყო, ის კვარას ძველ ვერსიას ჰგავდა“.
- წერს იტალიური გამოცემა.
როგორც ჩანს, ხვიჩას სამატჩო განაცხადში ელიან, თუმცა ის 90 წუთის სათამაშოდ მზად ჯერ არ არის და შეხვედრას თადარიგში დაიწყებს.
აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლისა“ და „ჯენოას“ დაპირისპირება 21 დეკემბერს, 21:00 საათზე გაიმართება. ანტონიო კონტეს გუნდს 35 ქულა აქვს და ლიდერ „ატალანტას“ 2 ქულით ჩამორჩება.