ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო სპალეტი, არიგო საკი
Aa
Aa

საკი: კვარას გოლზე ისე ვიყვირე ჩემი ცოლი შეშინდა

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი არიგო საკი, Il Mattino-სთან ინტერვიუში „ნაპოლის“ გუნდის შესახებ საუბრობს და ასახელებს მოთამაშეებს, რომლებმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს.

საკიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე გამორჩეულად ისაუბრა.

„როდესაც კვარაცხელიამ იუვენტუსს გაუტანა ვიყვირე. ჩემი ცოლი გაკვირვებული და შეშინებული მეძახდა: „არიგო, რა ხდება?“ ლუჩანო სპალეტი გამორჩეული სპეციალისტია, რომელიც იტალიაში ყველას უხსნის, რომ სილამაზე მთავარი ფასეულობაა და არა მხოლოდ ოცნება. ნაპოლი იუვენტუსის (5:1) მატჩი არის ამ ყველაფრის სარკე, რაც მოხდა.

აქ იტალიაში, ყველა ყოველთვის იბნევა, თითქოს სანახაობა არაფერს ნიშნავს. თუმცა, ნაპოლიმ ეს ორი რამ გააერთიანა. იტალიაში თითქმის ყველა გუნდს აკლია სტილი, აღარ აქვთ გამორჩეული იდენტობა და საზოგადოება ამას არ ითხოვს.

მე სიტყვა იღბალი უბრალოდ წავშალე, მას არ ვიყენებ. იცით რა თქვა სენეკამ? (რომაელი ფილოსოფოსი) არ არსებობს იღბალი, არსებობს მხოლოდ ნიჭი, რომელიც ხვდება შესაძლებლობას. იტალიაში მე გაოცებული ვარ ორი ფეხბურთელის სიძლიერით - კვარაცხელია და ლობოტკა“.

- განაცხადა საკიმ.

საკის სიტყვებიდან აშკარად ჩანს, რომ მისი სიმპათია სპალეტის ფორმაციის „ნაპოლისკენ“ იხრება და კონტეს სათამაშო სტილს ირიბად აკრიტიკებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოლ პოგბას ძმას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
პოლ პოგბას ძმას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს