რუბენ ამორიმი
Aa
Aa

ამორიმი: რთული გზა გველის, ჩვენი მიზანი პრემიერ ლიგის მოგებაა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის ლიგის თასიდან გავარდა. „წითელი ეშმაკები“ სტუმრად „ტოტენჰემს“ ეწვივნენ და ანგარიშით 4:3 დამარცხდნენ.

რუბენ ამორიმის გუნდმა ბოლო 5 მატჩიდან 3 წაგებით დაასრულა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა „ტოტენჰემთან“ შეხვედრის შემდეგ, კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ თამაშს მეორე ტაიმის დასაწყისში გამოვეთიშეთ. რთული მომენტი იყო. თამაშს მთლიანობაში რომ შევხედოთ, ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით, თუმცა მეტოქემ მომენტები უკეთესად გამოიყენა. წავაგეთ, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ბიჭებმა იბრძოლეს. თავს კარგად ვგრძნობდით და ბურთს მუდმივად ვფლობდით. არ უნდა ვიფიქროთ, რომ თუ ტიტულს მოვიგებთ, ყველაფერი მაშინვე კარგად იქნება - ჩვენ რთული გზა გველის, ჩვენი მიზანი პრემიერ ლიგის მოგებაა. არ ვიცი, ამისთვის რამდენი დრო დაგვჭირდება“, - განაცხადა ამორიმმა.


„მანჩესტერ იუნაიუტედი“ შემდეგ მატჩს 22 დეკემბერს „ბორნმუთთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Fergie Time-ში მოვიგეთ - ამორიმი სერ ალექსს შეუერთდა
Fergie Time-ში მოვიგეთ - ამორიმი სერ ალექსს შეუერთდა