მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ომალისთან მარტივი ჩხუბი იყო, უმარი შემდეგია“ | მერაბ დვალიშვილის პოსტი

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. „მანქანამ“ მისი და შონ ომალის ორთაბრძოლის ამსახველი კადრები გაავრცელა და განაცხადა, რომ „შუგასთან“ მარტივი ჩხუბი ჰქონდა.

„შონ ომალისთან მარტივი ჩხუბი მქონდა, უმარი შემდეგია“, - დაწერა სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა.

მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ბრძოლა 2025 წლის 19 იანვარს UFC 311-ზე გაიმართება. ცნობისთვის, MMA-ში მერაბ დვალიშვილის რეკორდი 18 გამარჯვება და 4 მარცხია, უმარ ნურმაგომედოვს კი 18 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს და ამ დრომდე დაუმარცხებელია.

გეტყვით იმასაც, რომ ბუკმეკერების აზრით, ნურმაგომედოვი გამოკვეთილი ფავორიტია. მათ პოზიციას იზიარებს ზემოთ ხსენებული შონ ომალი, რომელიც თვლის, რომ მალე ახალი ჩემპიონი გვეყოლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უმარმა მერაბი უნდა დაამარცხოს“ - ომალის პროგნოზი
„უმარმა მერაბი უნდა დაამარცხოს“ - ომალის პროგნოზი