IFFHS-მა საუკეთესო მეკარეები დაასახელა - რომელ ადგილზეა მამარდა
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია IFFHS ყოველწლიურად სხვადასხვა პოზიციის მიხედვით, წლის საუკეთესო ფეხბურთელებს ასახელებს.
გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა სამეულში მოხვდა. ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას“ გოლკიპერმა 55 ქულა მიიღო.
2004 წლის საუკეთესო მეკარედ არგენტინის ნაკრებისა და „ასტონ ვილას“ მეკარე ემილიანო მარტინესი დასახელდა, რომელმაც 167 ქულა მოიპოვა, მეორე ადგილზე კი 91 ქულით, ესპანეთის ნაკრებისა და „ბილბაოს „ატლეტიკის“ გოლკიპერი უნაი სიმონია.
წლის საუკეთესო ფეხბურთელად „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი როდრი დასახელდა, ხოლო საუკეთესო გამთამაშებელი მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი, ჯუდ ბელინგემი გახდა.