მბაპე: რეალში რომ არ გადავსულიყავი, სამუდამოდ პსჟ-ში დავრჩებოდი
მადრიდის „რეალის“ ფრანგმა თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ ყოფილ კლუბზე ილაპარაკა.
25 წლის ფეხბურთელის თქმით, რომ არა „რეალი“, ის პსჟ-დან არ წავიდოდა.
„პსჟ-ში 7 წელი გავატარე. ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო. არ ვფიქრობ, რომ მე ამაზე საკმარისად ვლაპარაკობდი, მაგრამ ყოველთვის ვაცნობიერებდი, სად ვარ და თუ რა დიდია ეს კლუბი. ყოველთვის ვამბობდი, რომ პსჟ საფრანგეთში ყველაზე დიდი კლუბია და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. მე მსოფლიოს უდიდეს კლუბში გადავედი. ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს არის ერთადერთი კლუბი, რომლის გამოც პსჟ-ს დავტოვებდი. აქ რომ არ გადავსულიყავი, სამუდამოდ პსჟ-ში დავრჩებოდი“, - თქვა მბაპემ beIN Sports-ის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე „რეალში“ 2024 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონზე, 25 წლის ფორვარდის ანგარიშზე 12 გოლი და 2 ასისტია.