„ამ მომენტში თავიდანვე მივხვდი რაც მოხდებოდა“ - მარტინესი ფინალს იხსენებს
ემილიანო მარტინესმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კოლო-მუანის წინააღმდეგ თავისი „სეივი“ გაიხსენა, როცა 123-ე წუთზე არგენტინა სრული კატასტროფისგან იხსნა.
„ეს იყო შესანიშნავი, უბრალოდ შესანიშნავი რამ. მივხვდი, რომ ეს რაღაც დიდებული მოხდა. ვფიცავ, უკეთესი სეივები მაქვს გაკეთებული, მაგრამ არც ერთი არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ეს.
იმ მომენტში მე ვლოცულობდი: „გთხოვთ, დაე ბურთი სახეში მომხვდეს“. - როცა კონატემ პასი გააკეთა, საკუთარ თავს ვუთხარი: „ოტა (ნიკოლას ოტამენდი) ვერ მიასწრებს, ოტა ვერ მიწვდება ბურთს“. - რადგან იმ მომენტში დაცვას არ ვენდობოდი, უკვე დარტყმისთვის მზად ვიყავი.
წინ რომ გავსულიყავი, ანხელიტოს გოლივით დამთავრდებოდა (დი მარია გოლი 2021 წლის კოპა ამერიკის ფინალში ბრაზილიასთან). ზუსტად მის წინ ვიდექი, დიაგონალზე და ფეხები ფართოდ გავშალე“,
- იხსენებს ემილიანო მარტინესი.
მარტინესმა ამ ლეგენდარული მომენტის შემდეგ, პენალტების სერიაშიც გადამწყვეტი როლი შეასრულა და კინგსლი კომანის დარტყმული მოიგერია.