ილია თოფურია, ალექს პერეირა
Aa
Aa

ილია თოფურია MMA Junkie-ის წლის საუკეთესო მებრძოლია

MMAJunkie-ი MMA-ის ჟურნალისტურ სივრცეში, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი პორტალია. ახლახან, პლატფორმის ვებგვერდზე სტატია გამოქვეყნდა და MMAJunkie-იმ 2024 წლის საუკეთესო მებრძოლად ილია თოფურია დაასახელა.

„2024 წლის დასრულებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და ილია თოფურიას მომავალთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნებია გაჩენილი, თუმცა, ერთი რამ, რის თქმაც დანამდვილებით შეგვიძლია, არის ის, რომ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონს უნიკალური წელიწადი ჰქონდა.

UFC-ის ისტორიაში ვის შეუძლია თქვას, რომ საკუთარი წონითი დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო სამი მებრძოლიდან, ორი ერთმანეთის მიყოლებით, ერთ კალენდარულ წელიწადში დაანოკაუტა? თანაც მაშინ, როცა ისინი კარიერის პიკში იმყოფებოდნენ. ვის შეუძლია თქვას და ილია თოფურიას! სწორედ ამიტომ, ელ მატადორი MMA Junkie-ის 2024 წლის საუკეთესო მებრძოლია.

2025 წელი, ილიას რასაც არ უნდა უმზადებდეს, არასდროს დაგვავიწყდება, რომ 2024-ში მას ზედიზედ ორი უდიდესი გამარჯვება ჰქონდა. ამან კი ის ჩვენი რჩეული გახადა“, - წერს ცნობილი გამოცემა.

როგორც მოგეხსენებათ, წლის საუკეთესო მებრძოლის ჯილდოს მთავარი ფავორიტები ილია თოფურია და ალექს პერეირა არიან. MMA Junkie-ის გარდა, „ელ მატადორი“ საუკეთესოდ CBS Sports-მაც დაასახელა. ვინც არ იცით, წლეულს, ილიამ ჯერ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დააფინიშა და ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი მაქს ჰოლოუეი დაანოკაუტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა ხდება ბუდუს მომავალთან დაკავშირებით - ფეხბურთელის და კლუბის პოზიცია
რა ხდება ბუდუს მომავალთან დაკავშირებით - ფეხბურთელის და კლუბის პოზიცია