მათეუსი: როდრის უფრო მაღალი ინტელექტი აქვს, ვიდრე ვინისიუსს
გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, ლოთარ მათეუსმა მადრიდის „რეალის“ სუპერვარსკვლავ ვინისიუს ჟუნიორზე და „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველ როდრიზე ილაპარაკა.
მან ვინისიუსი ნეიმარს შეადარა.
„ჩემთვის ის მეორე ნეიმარია. ვინისიუსი სუპერ ნიჭიერია, მაგრამ ის, როგორც ნეიმარი, ხშირად უქმნის პრობლემას საკუთარ თავს. ის იწვევს მაყურებელს, თავს ესხმის ოპონენტებსა და პროვოცირებს ჟესტებით. ვინიუსს აქვს კლასი, არაჩვეულებრივი სისწრაფე, მაგრამ საკუთარი ქცევებით, არასწორი გზით მიდის - ნეიმარი არ არის კარგი როლური მოდელი. ამიტომაც ჩემთვის როდრისთვის „ოქროს ბურთის“ გადაცემა სწორი გადაწყვეტილებაა - მას უფრო მეტი ქარიზმა და მაღალი ინტელექტი აქვს“, - თქვა მათეუსმა.
შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ, 2024 წლის FIFA THE BEST-ის დაჯილდოება გაიმართა, სადაც ვინისიუს ჟუნიორი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
28 ოქტომბერს კი, როდრიმ „ოქროს ბურთი“ მოიგო. პარიზში გამართულ ცერემონიას „სამეფო კლუბის“ არც ერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მადრიდელებმა ვინისიუს ჟუნიორი, ჯუდ ბელინგემი და დანიელ კარვახალი საუკეთესო ოთხეულში მოხვდნენ, კარლო ანჩელოტი კი წლის მწვრთნელად დასახელდა.