მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„უმარმა მერაბი უნდა დაამარცხოს“ - ომალის პროგნოზი

UFC 311-ის მთავარი ბრძოლა მერაბ დვალიშვილსა და უმარ ნურმაგომედოვს შორის შედგება. შეუძლია თუ არა სუპერმსუბუქ წონაში ვინმეს „მანქანის“ შეჩერება? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ამჯერად დაღესტნელი მებრძოლი შეეცდება.

ჯეიკ შილდსის პოდკასტში სტუმრობისას შონ ომალიმ მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უმარს მერაბის დამარცხება შეუძლია.

„ვფიქრობ, რომ უმარ ნურმაგომედოვმა მერაბი უნდა დაამარცხოს. ის ჩვენი დივიზიონის ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური და ძლიერი მებრძოლია.

ჩემი მარცხი მერაბთან? ღმერთო, ეს ძალიან მაწუხებს... ვიცი, რომ მასზე უკეთესი ვარ, უბრალოდ, მან იპოვა რამდენიმე პოზიცია, საიდანაც ადგომა არ შემეძლო“.

- ამბობს ომალი.

თავად ჯეიკ შილდსმა კომენტარი მერაბზე გააკეთა:

„მან თავისი საქმე კარგად იცის და ის ამაში ძალიან კარგია. შეიძლება ითქვას, რომ ის ტექნიკური არ არის, მაგრამ მასთან გამკლავება ადვილი არ არის. მერაბი ძალიან ძლიერია. მე მასთან ადრე ვსპარინგობდი და შანსი არ დამიტოვა“.

ბოლოს შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ბრძოლა 2025 წლის 19 იანვარს გაიმართება. MMA-ში მერაბის რეკორდი 18 გამარჯვება და 4 მარცხია, უმარ ნურმაგომედოვს კი 18 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს და ამ დრომდე დაუმარცხებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
11 წუთზე მეტი ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ | ფიურისა და უსიკის პრესკონფერენცია
11 წუთზე მეტი ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ | ფიურისა და უსიკის პრესკონფერენცია