11 წუთზე მეტი ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ | ფიურისა და უსიკის პრესკონფერენცია
ტაისონ ფიურიმ და ოლექსანდრ უსიკმა პრესკონფერენცია გამართეს და მოახლოებულ ორთაბრძოლაზე ილაპარაკეს, რომელიც 21 დეკემბერსაა ჩანიშნული. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, ტრადიციული პირისპირ დგომი და მზერათა დუელი ვიხილეთ, რომელიც 11 წუთსა და 20 წამს გაგრძელდა.
"It's never been this intense here... never" ????
— Boxing on TNT Sports (@boxingontnt) December 19, 2024
An 10-minute plus stare-down between Oleksandr Usyk and Tyson Fury!#Usyk2Fury | Saturday | LIVE on TNT Sports Box Office ▶️ https://t.co/FXWiFF98Ej pic.twitter.com/lNk6TfJmbq
ტაისონ ფიური: „ძალიან დიდ ტკივილს მივაყენებ. სათქმელი არაფერი მაქვს გარდა იმისა, რომ უდიდეს ტკივილს მიიღებს. წინა ჯერზე, ვიცინოდი და ვხუმრობდი, ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. ლაპარაკი დასრულებულია. წინა ჯერზე ვხუმრობდი, ახლა კი მას უდიდესი ტკივილი ელოდება. შაბათ საღამოს მოუთმენლად ველოდები. სხვას არაფერს ვიტყვი, ღმერთმა დაგლოცოთ“.
ოლექსანდრ უსიკი: „ტაისონ, ნუ გეშინია, მარტოს არ დაგტოვებ. შაბათს გნახავ“.
შეგახსენებთ, რომ ფიურისა და უსიკის პირველ დაპირისპირებაში საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივიდა და უკრაინელმა მოკრივემ გაყოფილი გადაწყვეტილებით იმარჯვა.