წლის საუკეთესო გამთამაშებელი - IFFHS-მა ბელინგემი დაასახელა
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია IFFHS ყოველწლიურად სხვადასხვა პოზიციის მიხედვით, წლის საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ IFFHS-მა წლის საუკეთესო გამთამაშებლად ჯუდ ბელინგემი დაასახელა.
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა 133 ქულა მიიღო.
ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1. ჯუდ ბელინგემი
2. კევინ დე ბრუინი - 96 ქულა
3. ტონი კროოსი - 78 ქულა
4. ჯამალ მუსიალა - 54 ქულა
5. ლიონელ მესი - 53 ქულა.