წლის საუკეთესო ნოკაუტები | თოფურიას ორი ფინიში ტოპ 10-ში
UFC-იმ 2024 წლის საუკეთესო ნოკაუტები დაასახელა და ტოპ 10 შემოგვთავაზა, რომელშიც ილია თოფურიაც შეიყვანეს. 2024 წელს, „ელ მატადორმა“ ორი ჩხუბი გამართა და მისი ორივე ნოკაუტი საუკეთესოთა შორის მოხვდა.
UFC-იმ პირველ ადგილზე მაქს ჰოლოუეის ნოკაუტი გაიყვანა. „დალოცვილმა“ ჯასტინ გეიჯი ბრწყინვალე სტილში დააფინიშა და ლიდერობა არავის დაუთმო. მეორეზე ქართველი მებრძოლი იმყოფება. საბრძოლო ორგანიზაციამ თოფურიას მიერ ზემოთ ხსენებული ჰოლოუეის წინააღმდეგ გაფორმებული ნოკაუტი გამოარჩია.
„დალოცვილამდე“, „ელ მატადორი“ ალექსანდრ ვოლკანოვსკის გაუსწორდა და ეს ნოკაუტი მე-6 ადგილზე გავიდა. თოფურია და ალექს პერეირა არიან მებრძოლები, რომელთა ორ-ორი ფინიში მოხვდა ტოპ 10-ში. „პოატანი“ მეოთხე და მეხუთე პოზიციებს იკავებს. მეოთხეზე - ჯამაჰალ ჰილთან გაფორმებული ნოკაუტია, მეხუთეზე - ირჟი პროხაზკასთან.
შეგახსენებთ, რომ წლის საუკეთესო მებრძოლის ჯილდოს მოგების მთავარი პრეტენდენტები სწორედ პერეირა და თოფურია არიან. ESPN-მა საუკეთესოთ სწორედ პოატანი დაასახელა.