ლივერპული კვარაცხელიას შეძენისთვის იბრძოლებს
ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ სატრანსფერო ბაზარზე დიდი ინტერესია და 2025 წლის ზაფხულში ქართველს ბევრი მსურველი ეყოლება.
ესპანური გამოცემა Fichajes-ი წერს, რომ სეზონის ბოლოს „ლივერპულის“ მთავარი სამიზნე სწორედ კვარა იქნება.
„ნაპოლის გარემარბი მომავალ სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სახელად იქცევა. მისი ფასი დაახლოებით 80 მილიონი ევრო იქნება. მისი დიდებული დრიბლინგი და ასევე საჯარიმოში დამაგვირგვინებელ ფაზაში კარგი მოქმედება, მას არნე სლოტისთვის იდეალურ კანდიდატად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლი მას ადვილად არ დათმობს, ფინანსური წინადადება, რომლის შეთავაზებაც ინგლისელებს შეუძლიათ, ეს იტალიური კლუბისთვის მაცდური იქნება.
ფეხბურთელებისთვის პრემიერლიგაში თამაში კარიერის ახალ გამოწვევას ნიშნავს. გარდა ამისა, არნე სლოტთან მუშაობის შესაძლებლობა მიმზიდველია, რის შემდეგაც კვარაცხელიას უმაღლესი დონის შემტევად ქცევის საშუალება ექნება.
ნაპოლი ბოლომდე შეეცდება წინ აღუდგეს ყველა შემოთავაზებას, მაგრამ ინგლისიდან წამოსული ინტერესი სულ უფრო ძლიერდება და შესაძლოა კლუბს თავისი ყველაზე ძვირფასი მოთამაშის დათმობა მოუხდეს“.
- წერს ესპანური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩას მიმართ ინტერესს ასევე „მანჩესტერ სიტი“ და „მანჩესტერ იუნაიტედიც“ იჩენს. კვარა არის „ბარსელონას“ ინტერესთა სფეროშიც. ნებისმიერ შემთხვევაში, წინ ძალიან საინტერესო და ცხელი სატრანსფერო ზაფხული გველის.