პოლ პოგბა
Aa
Aa

პოლ პოგბას ძმას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გვინეის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, მატიას პოგბას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრალად ედება საკუთარი ძმის - პოლ პოგბას გატაცებაში მონაწილეობა და ფულის გამოძალვა.

საქმის განხილვა პარიზში 26 ნოემბრიდან იმართებოდა. L'Équipe-ს ინფორმაციით, მატიასისთვის მისჯილი 3 წლიდან 2 პირობითია. ის სასჯელს შინაპატიმრობაში მოიხდის და ელექტრონული მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, მატიასის ადვოკატმა განაცხადა, რომ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

რაც შეეხება შანტაჟში მონაწილე კიდევ 5 პირს, სასამართლომ მათ 1-დან 8 წლამდე პატიმრობა და ჯარიმა დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბას გატაცება 2022 წლის გაზაფხულზე მოხდა. 2 შეიარაღებული მამაკაცი მას დაემუქრა და 13 მილიონი ევროს გადახდა მოითხოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ, ლიონს პროგრესი სურს, ჟორჟი ძირითადის ფორვარდი უნდა გახდეს“
„თუ, ლიონს პროგრესი სურს, ჟორჟი ძირითადის ფორვარდი უნდა გახდეს“