ილია თოფურია, დასტინ პორიე
Aa
Aa

„UFC-ის გადაწყვეტილებამ გამაკვირვა“ - პორიემ თოფურიას ნოკაუტი გამოარჩია

UFC-ის საშუალო წონის მებრძოლმა, დასტინ პორიემ ESPN MMA-სთან ინტერვიუს დროს 2024 წლის საუკეთესო ნოკაუტის კანდიდატებზე ისაუბრა და ილია თოფურია გამოარჩია, რომელმაც ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის ორი გამორჩეული მებრძოლი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი და მაქს ჰოლოუეი დაანოკაუტა.

რას ამბობს პორიე:

„სიმართლე გითხრათ, UFC-ის გადაწყვეტილებით გაკვირვებული ვარ. პირადად ჩემი აზრით, ვფიქრობ, რომ ეს წოდება ილია თოფურიას უნდა მივანიჭოთ მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლაში ნოკაუტისთვის. მაქსი ლეგენდაა, მრავალგზის ჩემპიონი, MMA-ის  ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი. და თოფურია გახდა პირველი, რომელმაც მისი დანოკაუტება შეძლო“.

„ბოლოს და ბოლოს, მეც კარგად ვიცი, როგორი რთულია მაქსზე დარტყმა. ჰოლოუეი ბევრ კარგ დამრტყმელს ეჩხუბა: გეიჯის, მაკგრეგორს, მე, ასევე ბევრ სხვა კარგ ბიჭსაც ეჩხუბა, რომლებსაც ძლიერი მუშტები ჰქონდათ, მაგრამ ნოკაუტით არასდროს დამარცხებულა. და სწორედ ასეთი ბიჭი გაუშვა ილიამ დასაძინებლად... ჩემთვის, ეს ძალიან დიდ როლს თამაშობს და სწორედ ამის გამო, წლის ნოკაუტის ავტორის წოდებას თოფურიას მივანიჭებდი“.

ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეი 2024 წლის ოქტომბერში, ნოკაუტით დაამარცხა და UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა. ალექსანდრ ვოლკანოვსკის კი თებერვალში, ასევე ნოკაუტით მოუგო და დივიზიონის ისტორიაში პირველი მებრძოლი გახდა, რომელმაც „ვოლკი“ ნოკაუტით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვერ ვხედავ გზას, რომლითაც მერაბი მოიგებს“ | სენდჰეგენი უმარი VS დვალიშვილზე
„ვერ ვხედავ გზას, რომლითაც მერაბი მოიგებს“ | სენდჰეგენი უმარი VS დვალიშვილზე