„თოფურია ჩემს ნოკდაუნში გაშვებას ვერ შეძლებს“ - ევლოევმა ილიაზე ისაუბრა
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის რუსმა მებრძოლმა, მოვსარ ევლოევმა TMZ Sports-თან ინტერვიუს დროს ილია თოფურიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „მატადორი“ მის ნოკდაუნში გაშვებას ვერ შეძლებს.
რას ამბობს ევლოევი:
„ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში მე საუკეთესო მოჭიდავე ვარ. ილია კარგია, როცა წინ მიდის და მეტოქეს კრივის წნეხის ქვეშ აყენებს, მაგრამ ჩემს წინააღმდეგ მას წინსვლის შესაძლებლობას არ მივცემ. მას რაც შეიძლება ძლიერად დავიჭერ, გამძლე ბიჭი ვარ და ძლიერი თავი მაქვს. თოფურიამ ძლიერადაც რომ მომარტყას, ნოკდაუნში მაინც ვერ გამიშვებს“.
მოვსარ ევლოევი ილია თოფურიას ერთ-ერთ სავარაუდო მეტოქედ მოიაზრება, თუმცა, ქართველმა მებრძოლმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ქვემსუბუქი წონიდან მსუბუქ წონით დივიზიონში ასვლას განიხილავს. ამასთან, „მატადორმა“ მსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი რამდენჯერმე გამოიწვია, თუმცა ისლამი უახლოეს ბრძოლას 19 იანვარს, არმან ცარუკიანის წინააღმდეგ გამართავს.