„მუხლში წყლული აქვს“ - რა პერიოდი გაუცდება შენგელიას
„ვირტუს ბოლონიას“ პრეზიდენტმა, მასიმო ძანეტიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუს დროს თორნიკე შენგელიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი კალათბურთელი მოედანს უახლოეს დღეებში დაუბრუნდება.
მასიმო ძანეტი:
„თორნიკე შენგელიას ფეხზე წყლული აქვს, მაგრამ საბედნიეროდ, ექიმ ბორგის შესანიშნავი მუშაობის წყალობით უკვე გამოჯანმრთელდა. თოკო ახლა მკურნალობის კურსს გადის და რამდენიმე დღეში უპრობლემოდ დაბრუნდება. მისი პარკეტზე ხილვა ძალიან გვენატრება“.
ძანეტის განცხადების პარალელურად, იტალიური მედია იტყობინება, რომ შენგელიას მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა, რადგან ტრავმას, რომელიც ქართველ კალათბურთელს აწუხებს, მინიმუმ 20-30-დღიანი სარეაბილიტაციო კურსი სჭირდება. Repubblica-Bologna წერს, რომ თოკო თამაშს 10-15 იანვრიდან შეძლებს.