ჯანლუიჯი დონარუმა
Aa
Aa

სახეზე 10 კავი დაადეს - როგორია დონარუმას მდგომარეობა

პსჟ ჯანლუიჯი დონარუმას მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ იტალიელ მეკარეს მძიმე ტრავმის მიღების შემდეგ რამდენიმე დღით უქმობა მოუწევს.

კლუბის განცხადებაში წერია:

„სახის არეში მიღებული შეჯახების შედეგად მიღებული მრავლობითი ჭრილობების მიღების შემდეგ, დონარუმა გუნდთან ერთად პარიზში დაბრუნდება. მას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება და რამდენიმე დღე უმოქმედოდ ყოფნა მოუწევს“.

იტალიელი მეკარე უახლოეს უქმეებზე, საფრანგეთის თასის შეხვედრას გამოტოვებს და სავარაუდოდ, მოედანს 2025 წლის იანვარში დაუბრუნდება. მანამდე, პარიზული კლუბი ზამთრის შესვენებაზე გავა.

ჯანლუიჯი დონარუმამ მძიმე ტრავმა გუშინ, მონაკოს წინააღმდეგ წინააღმდეგ მატჩში მიიღო, სადაც მისმა გუნდმა 4:2 გაიმარჯვა. 22-ე წუთზე, იტალიელ მეკარეს უილფრიდ სონგო ფეხით შეეჯახა, რის შედეგადაც სახის არეში მრავლობითი ჭრილობები მიიღო. დონარუმას სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს და მას 10 კავი დაადეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები