ჯენოასთან გამოირიცხა - როგორია ხვიჩას ჯანმრთელობის მდგომარეობა
იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემა Reppublica წერს, რომ სერია A-ს უახლოეს ტურში, რომელშიც „ნაპოლი“ „ჯენოას“ უნდა დაუპირისპირდეს, ქართველი ფეხბურთელის თამაში გამოირიცხა.
მედიაში ასევე იწერება, რომ ხვიჩამ უკვე დაიწყო ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში, თუმცა, სარეაბილიტაციო პროცესს რამდენიმე კვირა დასჭირდება. ქართველმა შემტევმა გუშინ, შეხვეული მუხლით მცირე დროით ივარჯიშა.
ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, „ნაპოლის“ უახლოეს მატჩში დაცვის ხაზის ერთ-ერთი ლიდერი, ალესანდრო ბუონჯორნოც ვერ დაეხმარება, რომელმაც სერია A-ს გასულ ტურში „უდინეზეს“ წინააღმდეგ ტრავმა მიიღო.
რაც შეეხება კვარას მდგომარეობას, გუშინ, „ნაპოლის“ ყოფილმა ექიმმა განაცხადა, რომ ტრავმა, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო, როგორც წესი 2-3 კვირიან სარეაბილიტაციო პროცესს საჭიროებს. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხვიჩა 2025 წელს ვეღარ ითამაშებს და მოედანს დიდი ალბათობით იანვრის დასაწყისში დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ 8 დეკემბერს, სერია A-ს მე-15 ტურში „ლაციოს“ წინააღმდეგ ტრავმა მიიღო და გასულ უქმეებზე, „უდინეზეს“ წინააღმდეგაც ვერ ითამაშა.
„ნაპოლისა“ და „ჯენოას“ მატჩი 21 დეკემბერს, საქართველოს დროით 21:00 საათზე გაიმართება.