„ის პატარა დათვია, რომელიც სულ უფრო და უფრო იზრდება“ - მერაბის სპარინგ-პარტნიორი უმარს აფრთხილებს
მერაბ დვალიშვილის ყოფილმა სპარინგ-პარტნიორმა, ხოსე ტორესმა ქართველი „მანქანასა“ და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა და მერაბის შანსები შეაფასა. ტორესმა უმარ ნურმაგომედოვიც გააფრთხილა და ურჩია, რომ ამ ბრძოლაში ფინიშით გამარჯვება სცადოს.
რას ამბობს ხოსე ტორესი:
„ის არასდროს კვდება და მერაბის ბრძოლებში ეს ფაქტია. ის უნდა დააფინიშო და თუ ამას არ გააკეთებ, ის უბრალოდ დაგანგრევს. ის პატარა დათვია, რომელიც სულ უფრო და უფრო იზრდება. ის არ ჩერდება მანამდე, სანამ სრულყოფილი დათვი არ გახდება, შემდეგ კი... მისი გაჩერება უბრალოდ შეუძლებელია. თუ უმარი მას პირველ, ან მეორე რაუნდში ვერ დააფინიშებს, მასთან იგივე მოხდება“.
მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ბრძოლა 2025 წლის 19 იანვარს UFC 311-ზე გაიმართება. ცნობისთვის, MMA-ში მერაბ დვალიშვილის რეკორდი 18 გამარჯვება და 4 მარცხია, უმარ ნურმაგომედოვს კი 18 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს და ამ დრომდე დაუმარცხებელია.